10:35 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 17:30:47, 1962 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
კარასინი: რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა პირველი ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. 

როგორც კარასინმა აღნიშნა, ურთიერთობები მოსკოვს არ გაუწყვეტია. 

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეს ურთიერთობები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები აღდგება", - განაცხადა კარასინმა. 

მისივე თქმით, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ისინი საქართველოსთან თანამშრომლობენ. 

"ჩვენ, ზურაბ აბაშიძესთან ერთად, განვიხილავთ და ვწყვეტთ საკითხებს, რომლის გადაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics