01:05 - 15 Jul, 2026
|
2017-02-02 17:53:46, 1278 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორს ვინსენტ კოშეტელს შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს სამინისტროში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო. უწყების ცნობით, მხარეებმა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებაც ისაუბრეს. „გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც რეფორმის გასატარებლად გადადგით და გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას“, - განაცხადა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორმა ვინსენტ კოშეტელმა. (NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)