|
2017-02-02 12:01:48, 1136 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გასული წლის მოკლე ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპბულიკის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა, სადაც დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრეს. ასევე, ქეთევან ბაკარაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს შეეხო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მაშინ, როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს და მათი რიცხვი ათ პროცენტს აღემატება. მინისტრის განცხადებით, საკმაოდ გაიზარდა ასევე გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა. სხდომის დასასრულს დისკუსია გაიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის წინადადებით, გადაწყდა, რომ წარმოქნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფს შექმნიან და ეს თემა კომიტეტის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება. ”დღევანდელი მოსმენის ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ შეგვეფასებინა დღეს არსებული მდგომარეობა. განგვესაზღვრა, თუ რა შეგვიძლია და რითი გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამემამულეების ყოფა, როგორ გავხადოთ უფრო ქმედითი მათთვის სამედიცინო დახმარების მექანიზმები. ამ მიზნით იქმნება კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. (NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)