00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 14:12:03, 985 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან სტრატეგიული დონის ურთიერთობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანელი კოლეგის დაგეგმილი ვიზიტისა და სამმხრივ ფორმატში - საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. „ერთი თვის წინ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ დონეზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შევხვდით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. წელს ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება აზერბაიჯანთან. კერძოდ, ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და განვახორცილელებთ 2017 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე, შესაძლებლობა გვაქვს სამმხრივ ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დავგეგმოთ ერთობლივი წვრთნები და ის გეგმები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გვაქვს ამ ქვეყნებთან გათვალისწინებული. ასე რომ, თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და აზერბაიჯანთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა. 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics