|
2017-01-26 17:11:45, 2398 ნახვა
ეკონომიკა
გუდაურში სამთო და საფეხმავლო გამყოლების სკოლა ამოქმედდა
2016 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, განათლების სამინისტროს და სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიციატივით ,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ ჩამოყალიბდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოში სამთო და საფეხმავლო გამყოლების გადამზადებასა და სერტიფიცირებას და მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტების გაცნობას მოიცავს. უწყების ინფორმაციით, ქართველ სამთო გამყოლებს ტრენინგს შვეიცარიიდან მოწვეული სპეციალისტი სირილ ბერკო ჩაუტარებს. მისი თქმით, გუდაური არაჩვეულებრივი ადგილია მსგავსი ტრენინგების ჩასატარებლად. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ჩვენ ახალ სკოლაზე ვმუშაობთ, რომელიც საქართველოში ახალი გიდების აღმოჩენის და ტრენინგის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი მთავარ მიზანი სწორედ ის არის, რომ ტრენინგის მონაწილეებს გავაცნოთ ევროპული სტანდარტები და შევასწავლოთ. ძალიან საინტერესო, გათვიცნობიერებული და მოტივირებული სტუდენტები გვყვავს. სწორედ ახლა ვატარებთ სასწავლო ტრენინგს, რომელიც 10 დღე გაგრძელდება. ამ ტრენინგისთვის გუდაური მართლაცარაჩვეულებრივი ადგილია“ - აღნიშნა სირილ ბერკომ. პროექტი 2 წლის მანძილზე გაგრძელდება და თითო სატრენინგო ჯგუფში 25 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები გუდაურში და მის შემოგარენში არსებულ ტერიტორიას შეისწავლიან, ნახავენ და მონიშნავენ ტურისტებისთვის უსაფრთხო ტერიტორიებს. ,,მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამით ჩვენ დაფინანსება და 2 წლიანი გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოში სამთო და საფეხმავლო გამყოლების სერტიფიცირება მოხდება. ორივე ჯგუფში არის 25-25 ადამიანი. დღეს გუდაურში დავიწყეთ საზვავე უსაფრთხოების კურსი, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება და მოიცავს გუდაურის და გარშემო ადგილების საზვავე უსაფრთხოების შეფასებას, ტურისტებისთვის უსაფრთხო ადგილების ჩვენებას, ნახვას და მონიშვნას", - განაცხადა სამთო გამყოლმა ილია ბერულავამ.
(NS)
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)