|
2017-01-26 15:34:02, 979 ნახვა
საზოგადოება
გია ცერცვაძის სასამართლო სხდომა 3 თებერვალს გაიმართება
ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის მორიგი სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება. დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)