|
2017-01-25 17:36:01, 1125 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო
დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს. „წერეთლის გამზირის N77-ის მე-5 და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის ქუჩის N44-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლში საძირკველი და სარდაფი მაგრდება. სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს ქუჩის N3-ში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირის მე-6 კორპუსში ქანობიანი სახურავი რემონტდება, ხოლო დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსის ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 117 374 ლარით დააფინანსა. 2017 წლის იანვრის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 99 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ მერიაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)