|
2017-01-25 14:27:02, 1064 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს ავტოგოლა მინისტრი“ - ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია „არა გაზპრომს“ გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსთან პლატფორმა „აფხაზთა კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს. მათ ადგილზე საფხებურთო კარი და სხვადასხვა ბანერები ჰქონდათ მიტანილი წარწერით - „შეწყდეს რუსული თარეში“, „ძირს მოღალატე მთავრობა“, „გადადგეს ავტოგოლა მინისტრი“ და „სკამის ქურდი“. აქციის ორგანიზატორების განცხადებით,საქართველოს ხელისუფლება მე-5 წელია „გაზპრომს“ ლობირებს. "ამ ასპერეზზე თავისი უტიფრობით კახა კალაძე გამოირჩევა, რომელსაც როგორც ჩანს საკუთარი სარგებლის მიღება ამოძრავებს, ისევე როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და "გაზპრომის" მსხვილ აქციონერს, ბორის ივანიშვილს. როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული რუსეთისთვის და მიზანმიმართულად მასზე რამენაირ ენერგოდამოკიდებულებას თავს აღწევს, საქართველოს მთავრობა ჩვეული თვალთმაქცობით მოსახლეობას რუსულ ორიენტაციასა და აგრესორის წინაშე ენერგეტიკულ და პოლიტიკურ კაპიტულაციას აგუებს. მტერთან ასე არ იქცევიან. ასე მხოლოდ მარიონეტები და ლაქიები მოქმედებენ", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)