|
2017-01-25 11:49:01, 2671 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების 88%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად ეწევა მას. ამ 8%-ს შორის კაცები დომინანტობენ (14%), მარიხუანას მოწევის წილი იზრდება ასაკთან ერთად 5%-დან 9%-მდე. ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდები, რომლებიც იშვიათად ეწევიან მარიხუანას, მიეკუთვნებიან მაღალ სოციალურ ფენას (16%) და ცხოვრობენ თბილისში (15%). ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)