02:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 23:52:52, 2805 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღე - 20 იანვარი ეროვნული პატრიოტიზმის დღედ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღე, 20 იანვრარი პატრიოტიზმის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტი ფედერალურ მთავრობას უკვე გადაეცა, რათა 20 იანვარი ოფიციალურად გამოცხადდეს პატრიოტიზმის დღედ.

როგორც ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული, პატრიოტიზმის დღე ცხადდება იმისთვის, რომ შტატებში გამყარდეს ერთმანეთთან კავშირები და განახლდეს "მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი". 

"მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილებით 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გავამყაროთ ერთმანეთთან კავშირები და განვაახლოთ მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი. 

​ჩვენი კონსტიტუცია დაწერილია პერგამენტზე, მაგრამ ის ცოცხლობს ამერიკელი ხალხის გულში. არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც ხალხი არ ენდობა მას, იქ არ არსებობს თავისუფლება, კანონი არ არსებობს იქ; სადაც ხალხი არ მისდევს მას და არ არსებობს მშვიდობა იქ, სადაც ხალხი არ ლოცულობს მისთვის“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics