00:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 16:30:50, 2799 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ფიიონი: საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-სა და ევროკავშირში ადგილი არ არის

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადებით, საქარველოსა და უკრაინისთვის ნატოში და ევროკავშირში ადგილი არ არის, - ამის შესახებ Le Monde იუწყება.

"შეგახსენებთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლა სურდა. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის განკუთვნილი არ არიან", - განაცხადა ფიიონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულები სანქციების გამო გააკრიტიკა. მისივე თქმით, რუსეთს ბევრი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, თუმცა არა მხოლოდ მასზე.

ფიონის შეფასებით, რუსეთთან სამხედრო მეტოქეობა დიდი შეცდომაა.

"არის თუ არა დასავლეთი სანდო პარტნიორი? დასავლეთმა თავის დროზე რუსეთი ლივიის და კოსოვოს საკითხებში მოატყუა. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა ფიიონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics