13:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:25:01, 2366 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა” Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ უკვე მეშვიდედ მიიღო

საქართველოს ბანკი, Global Finance-ის მხრიდან მეშვიდედ დასახელდა საქართველოში საუკეთესო ბანკად ვაჭრობის ფინანსირების კუთხით.

ხსენებული ჯილდო Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში გაიცა.

საქართველოს ბანკს ჯილდო გადაეცა, ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა.

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics