21:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 21:54:38, 1419 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტში მისასვლელად მზად არის

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მზად არის, უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, „გაზპრომის" საკითხზე პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, უპასუხა და აღნიშნა, რომ  აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები.

”ზოგადად, რაც ეხება ოპოზიციის განცხადებებს, ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი არიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარეს რუსეთს თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით და დღეს გამოდიან და ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობებნ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება არის ღალატი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები. თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი იმისა, რომ უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ მივიდე ჩემი გუნდით, მოადგილეებით და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია”, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics