|
2017-01-18 16:08:45, 1245 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს“,-ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ინტერესებია დაზიანებული. „20 წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთთან გვქონდა ხელშეკრულება, რომელიც სრულყოფილად ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ახლა ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან აწარმოა მოლაპარაკებები, რომლის შედეგები არის გასაიდუმლოებული და რაც აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, რომ ჩვენი ინტერესები ამ ხელშეკრულების მიხედვით არის დაზიანებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ხელისუფლებისგან გასაჯაროვდეს ამ დოკუმენტის შინაარსი. ჩვენ შეგვაქვს სპეციალური რეზოლუცია პარლამენტში ამ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროვების მოთხოვნით და სოლიდარულები ვართ ქართულ საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ასევე აყენებს ასეთ მოთხოვნას“,-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)