|
2017-01-13 15:29:11, 2003 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა
საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა. ფრაქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს. ხოშტარიას ინფორმაცით, ფრაქციას ორი დეპუტატი - ირაკლ აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატა. „ფრაქციაში ორი წევრი - ირაკლ აბესაძე და თენგიზ გუნავა დაგვემატა. მათ დღეს თხოვნით მოგვმართეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ფრაქციაში. ისინი გაწევრიანდნენ. გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო“, - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრებმა დღეს ფრაქციის სხდომა გამართეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ დაერქვა, ხოლო მის თავმჯდომარედ ნიკა მელიას ნაცვლად, სერგო რატიანი აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)