22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 13:34:21, 2561 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო: პუტინმა ბრძანება გასცა, დაეწყოთ კამპანია, რომელიც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარებოდა

 „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ დაეწყოთ კამპანია, რომელიც დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებოდა“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტი აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, ვლადიმერი პუტინმა გასცა კამპანიის ორგანიზების განკარგულება, რომლის მიზანიც, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კამპანია მიზნად ისახავდა არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის შემცირებასა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას.

სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.

"რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები, უცხოური დაჯგუფებები და კერძო პირები მუდამ ცდილობენ ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცების, მათ შორის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დარღვევას, თუმცა ამას არჩენების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics