11:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 20:35:35, 2497 ნახვა

სამართალი
აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ყოფილი მერის საქმის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები.

ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია.

ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისიფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან შეუფერებელი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics