22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 16:50:17, 2943 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოში, იდლიბში, ბათუმში, ბალკანეთში

ვერავინ შეძლებს თურქეთის ერთიანობისა და მთლიანობის განადგურებას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ძალები, რომლებსაც არ შეუძლიათ თურქეთი ღიად გამოიწვიონ, მალულად მოქმედებენ.

„საინტერესოა ის, რომ ვინც ადრე თურქეთს ურცხვად ბრალს დებდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმაში, დღეს ანკარასგან ითხოვს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას. მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს თავიდანვე თვითონ წყვეტდა, თუმცა მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოება არამხოლოდ შიდა არამედ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ თურქეთის მიმართ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა გაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოში, იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში“, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა.

მისივე განმარტებით, ტერორისტები და მათი თანამზრახველები თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ და თურქეთში ნაციონალური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას ვერ შეძლებენ.

„ცდილობენ თურქეთი მუხლებზე დააყენონ. ტერორისტები ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ. მტრები ცდილობენ თურქ ხალხს ზურგში დანა ჩასცხონ. ასეთი თამაშები არ გაუვათ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics