10:06 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 19:52:48, 1308 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი New Studio-ს მიერ დამზადებულ ვიდეო რგოლს გამოეხმაურა

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სარეკლამო რგოლს – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო" გამოეხმაურა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ზემოხსენებული ვიდეო რგოლი, რომელიც New Studio-მ დაამზადა, ბავშვის უფლებებს არღვევს და კომპანიას რეკლამის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის", აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე", - ნათქვმია განცხადებაში. 

ცნობისთვის, კომპანია New Studio-მ ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც ჩოხაში ჩაცმული თოვლის პაპა, სანტა კლაუსს კლავს. 

შინაარსიდან გამომდინარე "ექსპრესნიუსი" ვიდეოს არ ავრცელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics