21:58 - 02 Jul, 2026
|
2017-01-05 18:14:55, 3154 ნახვა
მსოფლიო
მორიგი აფეთქება თურქეთში - დაშავებულია 10 ადამიანი
თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. როგორც სააგენტო Anadolu წერს, აფეთქება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა, რის შემდეგადაც სროლის ხმა ისმოდა. სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს 2 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, კიდევ 1 ტერორისტი ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული და დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)