04:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:49:47, 2150 ნახვა

კომენტარი
იზორია: სენატორების ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სენატორების და მათ შორის ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატულებაა.

"ამ ვიზიტს ძალიან ვაფასებთ. იცით, რომ ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთანაა დაკავშირებული. სიმბოლურად მაკკეინის ჩამოსვლა არის დადასტურება იმისა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება", - აღნიშნა იზორიამ.

ამასთან, იზორიას მტკიცებით, თავდაცვის უწყებაში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, მოკავშირეებთან და მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, კონსულტაციების შედეგად მიიღება. 

"გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ სენატორებს გეგმები. ჯონ მაკკეინის ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics