19:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 16:22:43, 1263 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს. 

მინისტრის ინფორმაციით, ვაუჩერების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"ჩვენ წელსაც მაქსიმალურად შევეცდებით, მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, რათა მათი გადასახადები მაქსიმალურად შემსუბუქდეს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული პროცედურები, რათა თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დაზუსტდეს მონაცემები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც კომისიამ უკვე მიიღო. ვგულისხმობ, 200-ლარიან შეღავათს, ვაუჩერს, რომლითაც შევუმსუბუქებთ მოსახლეობას გადასახადებს. ვვარაუდობ, რომ რამდენიმე კვირაში გადავდგამთ რეალურ ნაბიჯებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics