18:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 15:23:31, 1096 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბანკთან ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საინციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საფინანსო კომპანია „საქართველო“-ს  მიერ მითვისებული ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული კომპანიის და უშუალოდ ეროვნული ბანკის მხრიდან 2600 ადამიანია დაზარალებული.

აქციის მონაწილეები სებ-ის შენობასთან  ტრასპარანტებით არიან შეკრებილი  - „ძარცვა მთავრობის თვალწინ“ , „არაქმედითუნარიანი ეროვნული ბანკი“, „გაიტანეთ ანაბრები“. ისინი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ითხოვენ შეხვედრას.

„ეს არ არის ეროვნული ბანკი, ეს არის ეროვნული უბედურება. ჩვენ რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება კობა გვენეტაძის სახელზე, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს, თუ  დაგვჭირდა გადავკეტავთ ქუჩებს, გავმართავთ აქციას ყველა უწყებასთან, რადგან ამ პრობლემის გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ოთხი ადამიანი დავკარგეთ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. აქციის ორგანიზატორების თქმით, პარასკევს აქცია „რუთავი 2“-ის შენობასთან გაიმართება, შემდეგ კი, კვლავ ეროვნულ ბანკთან გაგრძელდება.

შეკრებილებთან სასაუბროდ სებ-ის ოფიაციალური წარმომადგენელი ჯერ არ გასულა.  

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 16 დეკემბერს, „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics