18:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 11:28:45, 1323 ნახვა

საზოგადოება
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი საოკუპაციო ხაზისგ ასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.  საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვლადიმირ მაკეი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ მავთულხლართების და სხვა ხელონური ბარიერების აღმართვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

 
„მნიშვნელოვანი იყო, რომ გავცნობოდი შექმნილ ვითარებას. არ ვისურვებდი არც ჩემი ქვეყნის და არც თქვენი ქვეყნის მიწაზე ისეთი ბარიერების დანახვას, რომლებიც ადამიანებს აბრკოლებს მოინახულონ ახლობლები, დაეხმარონ დაავადებულ ნათესავებს, გადაარჩინონ ადამინები ან იცხოვრონ ჩვეულებრივად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებში სუფევდეს  მშვიდობა და სტაბილურობა"-აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვლადიმირ მაკეი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  2016 წლის 19-20 დეკემბერს ეწვია.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics