03:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 17:32:43, 2450 ნახვა

ეკონომიკა
გერმანული არქიტექტურული კომპანია Frey Gruppe ქართული ბაზრით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე  გერმანული არქიტექტურული კომპანიის Frey Gruppe თავმჯდომარეს ვოლფგანგ ფრეის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გერმანული კომპანია Frey Gruppe, რომელიც 1959 წლიდან აქტიურად მუშაობს გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი არქიტექტურის მიმართულებით, დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით. 

მაია მელიქიძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გარემოს შექმნა, რომელიც ქვეყნის სწორად განვითარების წინაპირობაა, თითოეული ჩვენგანის სოციალური ვალდებულებაა, ამიტომ პრეზიდენტის მრჩეველი მიესალმება კომპანიის ინტერესს და ინიციატივას, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში მდგრად არქიტექტურას, რაც თავის თავში ენერგოეფექტურ, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მშენებლობას, ასევე, ხელმისაწვდომ და სოციალურ ინტეგრაციაზე მორგებულ საბინაო სტრუქტურას და სწორ ფინანსურ მოდელირებას გულისმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics