08:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 15:30:56, 2345 ნახვა

სამართალი
საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

შსს-ს ინფორმაციით,  ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 74 „მოთხილამურე პატრული“ ესწრებოდა. სწავლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.

მათივე ინფორმაციით, წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics