17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 18:26:11, 2608 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 7 პირი დააკავეს

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, დღეს სამხედროების ავტობუსების აფეთქებასთან დაკავშირებით, 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ კეისერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, დღევანდელი ტერაქტი შინაარსობრივად 1 კვირის წინ განხორციელებულ თავდასხმებს გავს, როდესაც 44 ადამიანი, მათ შორის 37 სამართალდამცველი გარდაიცვალა. მისივე თქმით, 10 დეკემბრის ტერაქტი პოლიციელების წინააღმდეგ იყო მიმართული, დღევანდელი კი სამხედროების.

ცნობისთვის, 10 დეკემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "კურდისტანის მუშათა პარტიის' ფილიალმა "კურდისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ კეისერში სამხედროების ავტობუსის აფეთქების შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა. პასუხისმგებლობა აფეთქება ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics