00:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 16:07:32, 942 ნახვა

ეკონომიკა
ფხაკაძე: ფუნდამენტური ხასიათის საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარის კურსის არგაუარესება გამორიცხული იყო

"ფუნდამენტური ხასიათის საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარის კურსის  არგაუარესება გამორიცხული იყო",-ამის შესახებ კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კარგია, რომ ლარმა ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა.

"ლარის დევალვაცია არა მარტო ბიზნესისთვის,  ზოგადად მოსახლეობისთვის არის ნეგატიური, მაგრამ სამწუხაროდ, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ზეწოლა იყო ლარის კურსზე  და ასეთ ვითარებაში ლარის კურსის არგაუარესება გამორიცხულია იყო, როდესაც შენს ძირითადად სავაჭრო ქვეყნებში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია. ეს იწვევს დიდ ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ფასების გაზრდა დამოკიდებულია შემდგომ პროგნოზზე.ლარის კურსის ყოფა ქცევაზე. კარგი ისაა, რომ ახალი წონასწორობის ნიშნული ლარმა უკვე იპოვა, კარგი იქნება თუ იმ ნიშნულზე დარჩება, რაც არის დღეს",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ეს განცხადება მან ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა  და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ეროვნულ ბანკთან ძალიან პროფესიული საუბარი გვქონდა.მიმოვიხილეთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.ძალიან კარგია, რომ დღესდღეობით სტაბილურობა სახეზეა.ძალიან დიდი იმედი გვაქვს,  რომე ასე გაგრძელდება",-აღნიშნა  სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics