17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:20:55, 2655 ნახვა

მსოფლიო
აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია დროებით შეწყვეტილია

აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია დროებით შეწყვეტილია, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

დამასკოს მტკიცებით, ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს არ ასრულებენ.

ამასთან, სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ იმ ადგილას, საიდანაც ხალხით სავსე ავტობუსები გადიან, აფეთქებების ხმა ისმის. ამბოხებულებისა და სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, მანამდე ევაკუაციის პროცესის დასაჩქარებლად, ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების უფლება მისცეს.

გაერო-ს მონაცემების თანახმად, აღმოსავლეთ ალეპოში კიდევ 50 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. სამოქალაქო პირების გადაყვანა ქალაქის დასავლეთ ნაწილში იგეგმება, ამბოხებულებისა და მათი ოჯახების წევრების - იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის პირველი დღის განმავლობაში, ალეპოდან ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics