|
2016-12-15 15:34:18, 1260 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პაულო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელსაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. „დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, ნათლად გამოჩნდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიის მიმართ და ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვანიჭებთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში",- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს პაოლო ჯენტილონის პირად წვლილს, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. „დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და გაჩნდება ბიძგი, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. მჯერა, თქვენი ლიდერობით, ახალი მთავრობა წარმატებით მიაღწევს იტალიის მიზნებს", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)