13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 07:51:04, 990 ნახვა

საზოგადოება
#რუსეთიყველგანოკუპანტია - დღეს მოქალაქეები რუსეთის საელჩოსთან ალეპოში მიმდინარე გენოციდს გააპროტესტებენ

#რუსეთიყველგანოკუპანტია #stopsyriangenocide - ამ მოწოდებებით დღეს, საღამოს 7 საათზე, რუსეთის საელჩოსთან მოქალაქეები გააპროტესტებენ ალეპოში მიმდინარე გენოციდს და ყველა იმ დანაშაულს, რომელიც პუტინ-ასადის ალიანსის მიერ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განხორციელებულა. 

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, სირიის სამთავრობო ჯარებისა და მისი მოკავშირეების (რუსეთი, ირანი) მიერ მოხდა ისტორიული ქალაქის ალეპოს დაკავება. იმავე დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსახლეობის მიმართვები, სადაც ისინი საუბრობენ სირიის სამთავრობო ჯარის მიერ რიგითი ადამიანების მასობრივ განადგურებაზე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2011 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტის დასრულება მრავალჯერ იყო შესაძლებელი, თუმცა ამას ხელს უშლის რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშასრ ალ-ასადის ერთგული მოკავშირეა და უზრუნველყოფს მის სამხედრო კამპანიას, რომელიც მიმართულია, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების განადგურებაზე. ასადის მიერ არა ერთხელ მოხდა აკრძალული იარაღის გამოყენება, მათ შორის, ქიმიური და კასეტური იარაღის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics