13:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 11:22:03, 536 ნახვა

საზოგადოება
ნარმანიას ინფორმაციით, 32 მრავალსართულიან კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაანცხადა.

დავით ნარმანიამ ავარიული კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ვიანაიდან გაზაფხულის დადგომასთან ერთად ავარიული სახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. მიმდინარე ეტაპზე 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები, ხოლო სამ სართულამდე ავარიული სახლების გამაგრებას რაიონული გამგეობები ახორციელებენ. ამიტომ, ასეთი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics