23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 14:06:03, 2360 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია ლარის კურსზე: ეს მოკლევადიანი თემაა, ველოდებით დასტაბილურებას

„რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს  მოკლევადიანი თემაა“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას.

როგორც გახარიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა,  ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე მოვლენები, საქართველოზე გავლენას ახდენს. თუმცა, გახარია ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება:

„ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია, ჩვენს ეკონომიკაზე  არ აისახოს. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა სწორედ ეკონიმიკის განვითარებისკენ და კურსის დასტაბილურებისკენაა მიმართული.

 გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრის მიერ დაგეგმილ შეხვედრებს რუსულ კომპანიების„გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან.

გახარია ამბობს, რომ ეს  სტანდარტული მოლაპარაკებებია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics