06:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 12:44:38, 2564 ნახვა

სამართალი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ  აქციაზე  დაკავებული  ორი პირის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესის გადადება დაცვის მხარის მოთხოვნით მოხდა, ვინაიდან  სამართალდამცველებს  კამერების ჩანაწერები არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისინი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, დღეს კი სასამართლო დარბაზიდან  გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულის გამო, ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ითხოვდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics