|
2016-12-09 11:10:58, 866 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუნედტებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინალკო - აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტი ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია ევროპაში, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს. პრეზიდენტი ინაკლოს სამეცნიერო, საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ცენტრს ეწვია და წიგნის ფონდი დაათვალიერა, სადაც უნიკალური ქართული ხელნაწერები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა ინახება და რომლითაც სარგებლობა უნივერსიტეტის 9 000 სტუდენტს შეუძლია. გიორგი მარგველაშვილმა საბიბლიოთეკო ცენტრს საჩუქრად საქართველოდან წიგნები ჩაუტანა. საქართველოს პრეზიდენტი ქართული ენის პროფესორებს იმ პრობლემების შესახებ გაესაუბრა, რომელიც ქართული ენის კათედრის წინაშე დგას- მიმდინარე წელს სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი მასწავლებლიდან ერთი შტატის გაუქმების შესახებ. ინალკო ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც შეუძლია ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოს ისტორიისა და გეოპოლიტიკის შესახებ პოლიტიკური და საქმიანი წრეებისა და ინსტიტუტებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლელი ექსპერტები საქართველოს შესახებ დოკუმენტაციას რუსული, ან მერიკული წყაროებიდან იღებენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული ენა და ანბანი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იუნესკომაც აღიარა. საქართველოში კარგად ესმით ინალკოს მნიშვნელობა, როგორც ქართული ენის პოპულარიზაციის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისითაც. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის კათედრის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)