00:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 16:19:29, 905 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ძალისხმევა საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისკენაა მიმართული

„მაშინ, როცა ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებაზე“,– ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, აუცილებელია სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. 
ამასთან, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების განვითრებას ხელშეწყობა ჰქონდეთ.  

„რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, მაშინ, როდესაც ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე  მოთხოვნამ იკლო, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისაკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და მისი პროდუქტიულობის გაზრდა.ამჟამად დაწყებულია სოფლად კოოპერატივების შექმნის სტიმულირების ახალი ეტაპი. ასევე, დაწყებულია და წარმატებით ხორციელდება მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics