|
2016-12-02 19:07:42, 1158 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განვავითარეთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გიორგი კვირიკაშვილს ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. "უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე მადლობას გიხდით ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისთვის. ისინი მოქმედებდნენ ძალიან მამაცად. ვიცი, რომ ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში წვლილი და ადასტურებს თქვენი სამხედროების მნიშვნელოვან როლსა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრის დროს მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებაზე ისაუუბრეს. "საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ნატო-სთვის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო ყოველთვის გამოუცხადებს საქართველოს დიდი მხარდაჭერას, პატივს სცემს და აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, მან საქართველოს პრემიერ მინისტრს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)