|
2016-12-02 13:22:12, 700 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით უფროსკლასელები ფინანსურ და სამეწარმეო განათლებას მიიღებენ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფინანსური განათლების შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყეს. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით დაწყებული პროექტი თბილისისა და რეგიონების უფროსკლასელებშიფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოსეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილბატიაშვილმა დღეს მოაწერეს ხელი. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ” მონაწილე 1000 მოსწავლე ბიზნესისა დატექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენს ლექციას თემაზე "ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე’’. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო, რაც იმის დასტურია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდ ყურადღებასუთმობს განათლების სფეროს განვითარების საკითხებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფინანსური და სამეწარმეო განათლებისგავრცელებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში. ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)