04:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 10:32:16, 2309 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა. საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics