00:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 19:13:22, 847 ნახვა

პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: საკონსტიტუციო კომისიის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულება უნდობლობის განცდას აჩენს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი საზოგადოებაში, ამ პროცესის მიმართ, გარკვეული უნდობლობის განცდას აჩენს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ძალიან ფართო ჩართულობა და მაღალი სანდოობა,  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება წინა პერიოდებში საკონსტიტუციო კომისიების მუშაობისა და შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მორგებისა.  ჩვენ შევთავაზეთ სწორედ ის ინიციატივა, რომ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფისათვის კომისია შექმნილიყო მაღალი წარმომადგენლობით - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ. მათგან მივიღეთ პასუხი, რაც მე ვთვლი, რომ ამ პროცესისთვის ძალიან ცუდია. უპირველეს ყოვლისა, ცუდია იმიტომ, რომ ამ პროცესის მიმართ დასაწყისშივე აჩენს გარკვეული უნდობლობის განცდას, როგორც ჩვენში, ისე საზოგადოებაში",  - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics