|
2016-11-29 16:00:56, 1047 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ მასშტაბური შეხვედრა გაიმართა
ლტოლვილთა დანიის საბჭოს ( DRC) ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენცია სამუშაო ფორმატში წარიმართა და განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები, ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის მექანიზმები. ასევე დაანონსდა ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსი დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის-იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ. კონფერენცია პროექტის“ დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის-მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციისბ ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, წყალტუბში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა. პროექტის შედეგად ჩატარდა 1870 დევნილი ოჯახის აღწერა/პროფაილინგი დევნილთა 11 დასახლებაში; 44 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 595 დევნილი დაესწრო; 6 თემატური სამუსაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე პროფაილინგის შედეგად გამოვლენილ დევნილთა საჭიროებებზე შემდეგი მიმართულებით იმსჯელეს: საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი დახმარება/უფლებების დაცვა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. დევნილებისთვის მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო გზამკვლევი რეგიონებში ხელმისაწვდომ პროვაიდერებსა და სერვისებზე. ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ: სვედ მონრად გრაუნბოელი-რეგიონული დირექტორი, ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რეიმონდ პავლოვსკი ლტოლვილთა რეგიონალური კოორდინატორი, მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო-აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და დევნილები.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)