22:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 19:02:01, 794 ნახვა

სამხედრო
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ბუთხუზმა და ზაალ კაპანაძემ მოინახულეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გიორგი მაისურაძის განცხადებით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „მათ უტარდებათ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. საჭიროების მიხედვით დაშავებულ სამხედროებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები და შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით სტაციონარში მოთავსდებიან“.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ქალაქ მცხეთის შესასვლელთან მოხდა. შედეგად I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics