|
2016-11-22 13:08:49, 715 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა ვიქტორ დოლიძე წარადგინა
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. აღნიშნულ პოზიციაზე ის დავით ბაქრაძეს შეცვლის. როგორც უკვე ცნობილია, დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მოღვაწეობას. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. შეგახსენებთ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია „ქართული ოცნება“ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იყო. მინისტრების პოსტები საკუთარი სურვილით ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს. ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის დაკავება. ირაკლი ალასანიამ მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლას დაუკავშირა და მათი უდანაშაულობის დამტკიცებისათვის ბრძოლა დაიწყო. „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა 5 მაღალჩინოსანის დაკავებას პოლიტიკური სარჩული მისცეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა საკუთარი ძალები დამოუკიდებლად მოსინჯეს. მაშინ, როდესაც ექსპერტები 5-6 პარტიულ პარლამენტს პროგნოზირებდნენ, ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პარტიამ მოახერხა-„ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“. ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა მიუახლოვდა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. არჩევნების შედეგი, ალბათ, არც თუ ისე ცუდი იყო პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებამდე სხვა პარტიასთან მიკედლებული მივიდა. მიუხედავად ამისა, პარტიიდან ლიდერების მასობრივი წასვლის პროცესი დაიწყო. უფრო მეტიც, არჩევნების მეორე ტურში „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა საკუთარ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)