18:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 12:11:52, 771 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით ბაქრაძეს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბაქრაძის  ხელმძღვანელობით საქართველოს  შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა  გადავუხადო ბატონ დავით ბაქრაძეს გაწეული ძალიან ნაყოფიერი წარმატებული საქმიანობისათვის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით.  მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით მომზადდა 2017-2020 წლის  რეფორმების დღის წესრიგი ასოცირების ხელშეკრულებიდან  გამომდინარე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის  პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics