|
2016-11-16 14:40:27, 682 ნახვა
საზოგადოება
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი თბილისში ლექციას გამართავს
ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორის, ედვარდ ლუკასის, საჯარო ლექცია: რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი 18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“, უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“(Realpolitik and the New Cold War). ღონისძიება „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ედვარდ ლუკასი ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორია. მის კვლევით ინტერესებში შედის: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხები; ცივი ომის დასასრული; „რკინის ფარდის“ გაქრობა; საბჭოთა კავშირის დაშლა და ვლადიმერ პუტინის აღზევება. ედვარდ ლუკასი ორგანიზაციის - Center for EuropeanPolicy Analysis (CEPA) - ვიცე-პრეზიდენტიცაა. მის ცნობილ ნაშრომებს შორისაა: „The New Cold War“ (2008), „Deception“ (2011), „The Snowden Operation“ (2014).
ლექციის ენა: ინგლისური.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)