|
2016-11-15 19:31:00, 787 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო: ნატოში და ევროსტრუქტურებში საქართველოს ეკლესიის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრიუსელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის ვიზიტმა მან მაღალ დონეზე ჩაიარა. ამასთან, მათივე ცნობით, აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ: „ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით. მაგ.: საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და, ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი. ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს საგანი სხვა და სხვა ფორმით არის შეტანილი იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა. მაგ. ბელგიაში, სადაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე მიმდინარეობას: კათოლიციზმს, მართლმადიდებლობას, ლუთერანობას, იუდაიზმსა და ისლამს, სახელმწიფო ხელს უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს ნებისმიერი ამ აღმსარებლობის მქონე მოსწავლის თუ სტუდენტის სურვილს, მიიღოს რელიგიური განათლება. ჩვენთან კი პრობლემებს ქმნიდნენ. საქართველოში, როგორც ცნობილია, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს. უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა. რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს წარმომადგენელთა აზრს, მათ განაცხადეს, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია; ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია: ა) საქართველო იყოს დამოუკიდებელი. ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა“,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)