|
2016-11-14 17:19:36, 714 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძემ DCFTA-ის საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხებს მიეძღვნა. მრგვალი მაგიდა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროკავშირის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის და ევროკავშირთან ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა DCFTA-ის განხორციელებაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გენადი არველაძემ DCFTA-ის ჭრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მისი განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება სხვა ბაზრებიც. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. მრგვალ მაგიდაზე ასევე მოხსენება გააკეთეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე გაკეთდა. დიალოგის რეჟიმში მონაწილეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე, დარგობრივ პოლიტიკაზე, განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს იმსჯელეს. ღია დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნა პლატფორმა, სადაც მხარეები, წარმატებულ ისტორიებთან ერთად, საწარმოებში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც იმსჯელებენ. ღონისძიებაში 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საქმიანობის სფეროს, ძირითადად, სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. (NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)