|
2016-11-10 17:47:47, 844 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: ტოლერანტობისა და განსხვავებულის პატივისცემის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბროშურა„საქართველო - განსხვავებულთა ერთობა'' პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. "ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული", ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენელი ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, შეხვედრები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე, ხატვისშემსწავლელი კურსი დუისში, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსისოფელ ბირკიანში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, დუისში საჭიდაო დარბაზის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა, ჩეჩნური კულტურისფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, ქალები ქალების სამსახურში, კულტურულ-საგანმანათლებლოდღის ცენტრი, მაცნე-2015, ფოტოკლუბი „ბერთი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისმხარდაჭერით განხორციელდა",-აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში მოწვეულ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მის მრჩეველს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმის განხორციელებაში. „ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია - რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიულიწარსული დგას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ჩვენ ვიყურებით უკან, ჩემი ერის დაჩემი სამშობლოს დიადი წარსულისკენ და იქ ვხედავთ, რომ ჩვენი სამშობლოს დიდებას ვქმნიდით ყველა ერთად. მაშინ ეთნიკურად ქართველთა, ებრაელთა,სომეხთა, ბერძენთა წინაპრები და სხვა ყველა ეთნოსის წარმომადგენლები, ასევე, მუსლიმები ქრისტიანები და სხვა კონფესიები ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნისსიძლიერეს. ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ, იმას რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში", - აღნიშნა გიორგიმარგველაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, ის ორგანიზაციები და საელჩოები, რომლებიც მსგავსი ტიპის პროექტებს ახორციელებენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)