|
2016-11-09 19:26:03, 912 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქვედა ჩხუტუნეთში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „მაჭახლობას" დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „მაჭახლობას" დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები. სახალხო ზეიმი „მაჭახლობა" 2007 წლიდან მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფელში იმართება, წელს კი ქვედა ჩხუტუნეთში გაიმართა. დღესასწაულზე ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ძველი და ახალი თაობის სახალხო მთქმელებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. მიმდინარე წელს საპატიო მაჭახლელის წოდება ადგილობრივ მკვიდრს ნოდარ მორთულაძეს მიენიჭა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს კი სიმბოლური საჩურარი - აჭარული ქამრები გადაეცათ. დასასრულს ახლადდაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცეს. ღონისძიებაზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება: არყის გამოხდა, გოდრის დაწნა, ფელამუშის მოდუღება. ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. მაჭახლობაზე სპორტული შეჯიბრიც მოეწყო, ადგილობრივებს და სტუმრებს საშუალება მიეცათ ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ ჭადრაკში, ნარდსა და სიმძიმეების აწევაში, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)