15:13 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 15:15:14, 933 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

 დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები წერეთლის გამზირ N105-სა და მე-3 კორპუსებთან მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი.

 სამუშაოები უკვე დასრულდა წერეთლის გამზირ N111-სა და 113-ში, კერესელიძის ქ N1-ში, სამტრედიის მე-2 კორპუსთან, ბელიაშვილის ქ N40-ში, ასევე წერეთლის გამზირის მე-2 კორპუსთან. სამუშაოებს დიდუბის რაიონის დაკვეთით შ.პ.ს „გეოსერვის+ ახორციელებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში დიდუბესა და დიღმის მასივში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები 31 მისამართზე შეიცვალა.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics